მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი — საქართველოს მეტოქეები ცნობილია
დასრულდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია.
ვილი სანიოლის გუნდი E ჯგუფში მოხვდა, სადაც ნიდერლანდები V ესპანეთს შორის გამარჯვებულს, თურქეთს და ბულგარეთს დაუპირისპირდება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. მუნდიალს კანადა, აშშ და მექსიკა უმასპინძლებს.