ავტორიზაცია

მსოფლიო ჩემპიონატზე პელეს შემდეგ პლეი-ოფის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გამოჩნდა

მსოფლიო ჩემპიონატზე პელეს შემდეგ პლეი-ოფის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გამოჩნდა
თარიღი 04 Dec 2022, 18:34
ავსტრალიელი გარანგ კუოლი გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ბოლო 60 წლის მანძილზე.

18 წლის და 79 დღის ასაკში, ფეხბურთელი არგენტინასთან მატჩში ცვლილებაზე შემოვიდა და ბოლო წამებზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ემილიანო მარტინესს ვერ აჯობა.

ამაზე ახალგაზრდულ ასაკში მუნდიალის პლეი-ოფის მატჩი მხოლოდ ლეგენდარულ პელეს აქვს ჩატარებული 1958 წელს - ის 17 წლის და 249 დღის იყო.

საინტერესოა, რომ პელემ იმ წელს მუნდიალის მოგება შეძლო და იგივე გაიმეორა შემდეგ 1962 და 1970 წლებში.