ავტორიზაცია

მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი თბილისში ჩამოდის

მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი თბილისში ჩამოდის
თარიღი 11 Mar 2025, 12:44
16 მაისს, თბილისში, დინამო არენაზე ლეგენდების მატჩი გაიმართება, სადაც Geo 11 ბარსელონას ლეგენდებს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და ბარსელონას ლეგენდა, რონალდინიოც მიიღებს — ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო სხვადასხვა დროს პსჟ-ს, ბარსელონას და მილანის ღირსებას იცავდა და 2005 წელს ოქროს ბურთი მოიგო. 2002 წელს, ის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

Geo 11 V ბარსელონას მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დაიწყო.