მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

ცოტა ხნის წინ განახლებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, ცნობილი გახდა, გუნდები როგორ გადანაწილდებიან და ვინ ვის დაუპირისპირდება.

A ჯგუფი: პალმეირასი, პორტუ, ალ აჰლი, ინტერ მაიამი
B ჯგუფი: პარი სენ-ჟერმენი, ატლეტიკო, ბოტაფოგო, სიეტლ საუნდერსი
C ჯგუფი: ბაიერნი, ბენფიკა, ბოკა ხუნიორსი, ოკლენდ სიტი
D ჯგუფი: ფლამენგო, ჩელსი, ლეონი, ესპერანს ტუნისი
E ჯგუფი: რივერ პლეიტი, ინტერი, მონტერეი, ურავა რედ დაიმონდსი
F ჯგუფი: ფლუმინენსე, დორტმუნდი, ულსან ჰიუნდაი, მამელოდი სანდაუნსი
G ჯგუფი: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, ვიდადი, ალ აინი
H ჯგუფი: რეალ მადრიდი, ზალცბურგი, ალ ჰილალი, პაჩუკა

ტურნირი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება და რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს მასშტაბით 32 გუნდი მიიღებს, სტარტს 15 ივნისს აიღებს და 13 ივლისს დასრულდება.