მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი — პარი სენ ჟერმენი ბოტაფოგოსთან დამარცხდა

2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში, პარი სენ ჟერმენი ბოტაფოგოს შეხვდა და მოულოდნელად, 0-1 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობას პარიზელები ფლობდნენ, მატჩის ერთადერთი გოლი ბრაზილიელებმა 36-ე წუთზე გაიტანეს — თავი იგორ ჟესუსმა გამოიჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობას პარიზელები ფლობდნენ, მატჩის ერთადერთი გოლი ბრაზილიელებმა 36-ე წუთზე გაიტანეს — თავი იგორ ჟესუსმა გამოიჩინა.
ორი ტურის შემდეგ, ბოტაფოგოს 6 ქულა აქვს და B ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო პარი სენ ჟერმენი 3 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ატლეტიკოსაც 3 ქულა აქვს, თუმცა, ურთიერთშეხვედრაში ჩამორჩება პარიზულ გრანდს.