მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალები ბრაზილიური გუნდების შეხვედრით გაიხსნა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 1/8 ფინალები, პალმეირასი ბოტაფოგოს მატჩით გაიხსნა, რომელშიც პალმეირასმა ბოტაფოგო მინიალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა, ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა. მატჩის მე-100 წუთზე პალმეირასი პაულინიოს გოლით დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 116-ე წუთიდან მოედანზე 10 კაცით დარჩა, პალმეირასმა უპირატესობის შენარჩუნება და შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც შეძლო.
ბრაზილიური გუნდის მეტოქე დღეს გაირკვევა, სადაც ჩელსი და ბენფიკა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.