ავტორიზაცია

მთავარი ფავორიტი შეიცვალა — სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის პროგნოზი განაახლა

მთავარი ფავორიტი შეიცვალა — სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის პროგნოზი განაახლა
თარიღი 01 May 2025, 17:40
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩების დასრულების შემდეგ, Opta-მ სუპერკომპიუტერის დახმარებით პროგნოზი განაახლა და ფავორიტი შეიცვალა.

მატჩების წინ, მთავარ ფავორიტად 31,3%-ით არსენალი ითვლებოდა, ხოლო მეორე ადგილს 27,4%-ით ბარსელონა იკავებდა. დღეს კი სუპერკომპიუტერი ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე დიდ, 41,9%-იან შანსს პსჟ-ს აძლევს.



ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის შედეგები

არსენალი 0-1 პსჟ (განმეორებითი მატჩი 7 მაისი)
ბარსელონა 3-3 ინტერი (განმეორებითი მატჩი 6 მაისი)