ავტორიზაცია

მტკიცე უარი რუსებს - ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერის დეტალები

მტკიცე უარი რუსებს - ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერის დეტალები
თარიღი 03 Sep 2025, 16:32
ანზორ მექვაბიშვილმა რუმინულ კრაიოვაში სეზონი წარმატებით დაიწყო, რამაც მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე კლუბის დაინტერესება გამოიწვია და ქართველის კლუბთან აქტიური მოლაპარაკებები გაიმართა.

ტრანსფერის თაობაზე კრაიოვას მიმართეს: ფერენცვაროშმა, სტანდარტ ლიეჟმა, ვოლფსბერგერმა, ჰალ სიტიმ და რეალ ვალიადოლიდმა, ასევე ინტერესი ორმა თურქულმა კლუბმაც გამოთქვა.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას რუმინული კლუბის მიზანი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 1.5 მილიონი ევროს მიღება იყო. სიტუაცია მაშინ გართულდა, როდესაც ყაზანის რუბინმა რუმინულ კლუბს 2.2 მილიონი ევრო შესთავაზა.

რუსული გუნდის წინადადების შემდეგ კრაიოვამ პოზიცია შეცვალა და გადაწყვიტა, მექვაბიშვილი მხოლოდ მაქსიმალური სარგებლის შემთხვევაში გაეყიდა. რუბინმა ფეხბურთელს ხელფასად წლიურად 600 000 ევრო შესთავაზა, თუმცა ქართველმა რუსეთში გადასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ხოლო ქართველის გუნდმა ევროპული კლუბებისთვის მოთხოვნილი 1.5 მილიონი გაზარდა მინუმუმ 2 მილიონ ევროზე.

ყველაზე ახლოს ტრანსფერთან ვოლსფერგერი იყო, რომელიც 1 700 000 სთავაზობდა, რაც მათი მაქსიმუმი იყო.

ასევე ჰალ სიტი, რომელიც იჯარა გამოსყიდვის სისტემით ცდილობდა კრაიოვას დათანხმებას, რაზეც ასევე შეთანხმება ვერ შედგა.

საბოლოოდ კრაიოვამ მექვაბიშვილს აცნობა, რომ ზაფხულში არ გაყიდდნენ, რადგან ნაკლებ თანხად გაყიდვაზე მეტად ურჩევნიათ მისი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ, რადგან კლუბს ჩემპიონობა სურს და ამასთანავე უეფას კონფერენს ლიგის საერთო ფაზაში ითამაშებს.

ანზორ მექვაბიშვილმა მიმდინარე სეზონის საწყის 12 მატჩში, 6 საგოლე გადაცემის მითვლა შეძლო.