ავტორიზაცია

"მწვრთნელი გამარჯობასაც აღარ მეუბნება" - საბა საზონოვი

"მწვრთნელი გამარჯობასაც აღარ მეუბნება" - საბა საზონოვი
თარიღი 23 Feb 2026, 13:57
საბა საზონოვი ტორინოს ულტრასებს ესაუბრა. ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა გუნდში არსებულ პრობლემებს ხაზი გაუსვა. მისი თქმით, "გრანატას" დამრიგებელი, მარკო ბარონი მას აღარც ესალმება, აღნიშნული გარემოება კი ქართველი უკანახაზელის შემადგენლობაში დაბრუნებას არარეალურს ხდის.

"აქ აღარავის უნდა ჩემი გაჩერება, მწვრთნელი გამარჯობასაც აღარ მეუბნება. არადა, მზად ვარ გუნდისთვის ყველაფერი გავიღო, ტრავმა არ მაწუხებს, ჯანმრთელად ვარ. ბონჯორნო და როდრიგესი გვყავდა, ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა და მაშინაც კი მიწევდა თამაში. სადილის დროს დირექტორი მოვიდა და მითხრა, რომ გუნდის წევრად აღარ მიმიჩნევენ," - საბა საზონოვი

შეგახსენებთ, საბა, ზაფხულში ხეტაფეში უნდა გადასულიყო, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტორინომ ესპანურ კლუბს არასწორი მეილი გაუგზავნა და ტრანსფერი ჩაიშალა, რის გამოც ხეტაფემ ქართველი მცველის დარეგისტრირება ვეღარ მოასწრო.