ავტორიზაცია

მწვრთნელის იდეებში ვერ ჯდება - კარიმ ბენზემას ალ იტიჰადში სერიოზული პრობლემები აქვს

მწვრთნელის იდეებში ვერ ჯდება - კარიმ ბენზემას ალ იტიჰადში სერიოზული პრობლემები აქვს
თარიღი 23 აგვ 2023, 22:51
მადრიდის „რეალის“ ლეგენდას, კარიმ ბენზემას, საუდის არაბეთში პრობლემები შეექმნა.

როგორც საუდის არაბეთის პრესა წერს, ფრანგ ფეხბურთელს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ნუნო ეშპირიტუ სანტუსთან უთანხმოება აქვს.

სპეციალისტმა ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ ბენზემა არ უხდება იმ სათამაშო სტილს, რომლის ხილვაც მას საკუთარი გუნდისგან სურს.

გარდა ამისა, ბენზემამ გუნდის კაპიტნობა მოისურვა, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა მისთვის სამკლავურის გადაცემა იუარა.

ამრიგად, მხარეებს შორის სერიოზული უთანხმოებაა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბენზემა გუნდის ბოლო ვარჯიშზე არ გამოცხადდა.

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში „ალ იტიჰადმა“ რომელიმესთან განშორება გადაწყვიტოს.