მწვრთნელის თაობაზე იუვენტუსში გადაწყვეტილება მიიღეს

რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ, იუვენტუსში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს — იგორ ტუდორი "ბიანკონერიში" რჩება! 47 წლის ხორვატი სპეციალისტი ტურინულ გრანდს როგორც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ისე მომდევნო სეზონშიც უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.
შეგახსნებეთ, იუვენტუსი მოლაპარაკებებს ანტონიო კონტესთან აწარმოებდა, თუმცა იტალიელმა ტურინიში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და ნაპოლიში დარჩა.
იგორ ტუდორი იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი 2025 წლის 23 მარტს გახდა. ხორვატი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ტურინულმა გუნდმა 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.