ავტორიზაცია

მუნდიალი, დღე 4: საქმეში კიდევ ორი ფავორიტი ერთვება - ლუის ენრიკემ ხალხის კრიტიკას მოედანზე უნდა უპასუხოს

მუნდიალი, დღე 4: საქმეში კიდევ ორი ფავორიტი ერთვება - ლუის ენრიკემ ხალხის კრიტიკას მოედანზე უნდა უპასუხოს
თარიღი 23 Nov 2022, 01:19
მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 სათამაშო დღე მოგვადგა კარს.

გუშინ, ტურნირის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია ვიხილეთ, როცა ფავორიტი არგენტინის ნაკრები მოულოდნელად საუდის არაბეთთან დამარცხდა. დღეს კი, საქმეში ტურნირის მოგების კიდევ ორი ფავორიტი, გერმანია და ესპანეთი ერთვებიან.

14:00 მაროკო - ხორვატია



მაროკოს ნაკრების სიძლიერე საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა, როცა 17 ნოემბერს 0:3 დამარცხდა. ამიტომ, ჰაკიმ ზიეჩი, აშრაფ ჰაკიმი და კამპანია მსოფლიო ვიცე-ჩემპიონს თავდაჯერებული შეხვდება.

თავის მხრივ, ხორვატია ამ მუნდიალზე იგივე ბირთვით ჩამოვიდა, რომელმაც წინა მუნდიალზე არნახულ წარმატებას მიაღწია - მოდრიჩს, რაკიტიჩს, ვიდას და სხვა ვეტერანებს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი აქვთ, თუმცა 2018 წლის შედეგის გამეორება ძალიან უნდა გაუჭირდეთ...

მაროკოს ფორმა ბოლო 5 მატჩში (ყველა ტურნირზე): 3 მოგება, 2 ფრე

ხორვატიის ნაკრების ფორმა ბოლო 5 მატჩში: 4 მოგება, 1 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

მაროკო: ბონო, ჰაკიმი, საისი, აგუერდი, მაზრაუი, ოუნაჰი, ამრაბატი, ამალაჰი, ზიეჩი, ენ ნესირი, ბუფალი

ხორვატია: ლივაკოვიჩი, სტანიშიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, ბარიშიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი, ვლაშიჩი, პეტკოვიჩი, პერიშიჩი

17:00 გერმანია - იაპონია



დღის მეორე შეხვედრაში კი ჰანსი ფლიკის გერმანიის ნაკრები ძლიერ იაპონიას დაუპირისპირდება და ტიტულისთვის მიმავალ გზაზე პირველ გამოცდას გაივლის - „ბაიერნის“ ექს-მწვრთნელი გერმანიის ნაკრებს ზედიზედ მე-17 მუნდიალზე გაუძღვება. ევროპელებს შორის საფრანგეთს საუკეთესო შესარჩევი კამპანია ჰქონდა - 9 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი. ერთი ცუდი რაც ფლიკის გუნდში მატჩის წინ მოხდა - ლეროი სანეს ტრავმაა, რომელიც ჯერჯერობით იაპონიასთან მატჩს ნამდვილად გამოტოვებს, შემდეგ კი - გამოჩნდება.

იაპონიისთვის ეს ზედიზედ მე-7 მუნდიალი იქნება, „სამურაებმა“ 18 საკვალიფიკაციო მატჩში მხოლოდ 6 გოლი გაუშვას და მეორეადგილოსანი ავსტრალია დამაჯერებლად ჩამოიტოვეს. წინასამუნდიალო ამხანაგურ მატჩში გუნდი კანადასთან 95-ე წუთზე დანიშნული პენალტის გამო, 1:2 დამარცხდა. აზიელთათვის ცუდი კი ის არის, რომ 2019 წლის აზიის თასის შემდეგ, იაპონიას არცერთი მატჩი არ მოუგია, რომელშიც აუთსაიდერი იყო - 2 ფრე, 5 მარცხი.

გერმანიის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი

იაპონიის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 2 მარცხი, 1 ფრე

სავარაუდო შემადგენლობები:

გერმანია: ნოიერი, კერერი, სულე, რუდიგერი, რაუმი, კიმიჩი, გუნდოგანი, ჰოფმანი, მუსიალა, გნაბრი, მიულერი

იაპონია: გონდა, საკაი, ტომიასუ, იოშიდა, ნაგატომო, მორიტა, ენდო, კამადა, იტო, ასანო, მინამინო.

20:00 ესპანეთი - კოსტა რიკა



ტურნირის წინ, განსაკუთრებით განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ, ლუის ენრიკეს თავს დიდი კრიტიკა დაატყდა - ხალხს არ მოეწონა, რომ მან განაცხადს მიღმა დავიდ დე ხეა, ტიაგო ალკანტარა და სერხიო რამოსი დატოვა. ამ კრიტიკაზე პასუხის გაცემა კი მწვრთნელს მოედანზე მოუწევს, რომელშიც მისი გუნდი 2014 წლის მუნდიალის სენსაციას, კოსტა-რიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ესპანელთა ძირითად ბირთვს „ბარსელონას“ ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელები შეადგენენ, რასაც ხალხი ასე თუ ისე წინა წლებიდანაც შეჩვეულია. რაც შეეხება კოსტა-რიკას, გუნდში კიდევ შემორჩნენ ვეტერანები, რომლებმაც ნაკრებს 2014 წლის მეოთხედფინალი მოუტანეს, თუმცა ხორვატიის მსგავსად, ესეც მათი ბოლო გასეირნებაა და ჯგუფიდან გამომდინარე, წინა საუკეთესო შედეგის გამეორება გაუჭირდებათ. თუმცა, მაშინ კიდევ უფრო რთული ჯგუფი იყო (ინგლისი, იტალია, ურუგვაი).

ესპანეთის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 4 მოგება, 1 მარცხი

კოსტა-რიკის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლაპორტი, პაუ ტორესი, ალბა, პედრი, ბუსკეტსი, გავი, ფერან ტორესი, მორატა, ფატი

კოსტა რიკა: ნავასი, მარტინესი, კალვო, დუარტე, ოვიედო, ტეხედა, ბენეტე, ტორესი, ბორგესი, კონტრერასი, კემპბელი.

23:00 ბელგია - კანადა



ბელგიის ნაკრების „ოქროს თაობა“ ნელ-ნელა შემოუბერდა და შეიძლება, რობერტო მარტინესის გუნდისთვის ეს რაიმეს მიღწევის უკანასკნელი შანსია. წინა მუნდიალზე გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა, თუმცა გადამწყვეტ მატჩამდე მისვლა ვერ შეძლო. ფურცელზე, წელს ბელგიელებს გაცილებით ნაკლები კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი ჰყავთ, ვიდრე 2018-ში, თუმცა დე ბრუინის საოცრებებს ბევრი რამ შეუძლია.

კანადას რაც შეეხება, გუნდმა 30+ წლის შემდეგ პირველად მოახერხა მუნდიალზე მოხვედრა. გუნდის მთავარი ვარსკვლავი ალფონსო დევისია, რომელიც „ბაიერნისგან“ განსხვავებით, ნაკრებში საკმაოდ ხშირად შემტევსაც თამაშობს და მეტოქისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ხელწამოსაკრავი მეტოქე კანადა ნამდვილად არ არის. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ალფონსომ „ბაიერნში“ ტრავმა მიიღო და მისი მონაწილეობა მუნდიალის საწყის მატჩში ძალიან საეჭვოა.

ბელგიის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 2 მარცხი, 1 ფრე

კანადას ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 2 მარცხი, 1 ფრე

სავარაუდო შემადგენლობები:

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დებასტი, მუნიე, ტილემანსი, ვიტსელი, კასტანი, დე ბრუინი, ბატშუაი, ედენ აზარი

კანადა: ბორხანი, ლარიე, ჯონსტონი, ვიტორია, მილერ, ადეკუგბე, ბუჩანანი, ჰატჩინსონი, ეშტაკიუ, დევიდი, ლარინი.