ავტორიზაცია

მუნდიალი, დღე 8: მთლიანი ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება და ბეწვის ხიდზე მდგომი გერმანია

მუნდიალი, დღე 8: მთლიანი ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება და ბეწვის ხიდზე მდგომი გერმანია
თარიღი 27 Nov 2022, 01:22
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის მესამე სათამაშო დღეს, სახელებით შესაძლოა ამ ტურნირის საუკეთესო დაპირისპირება ვიხილოთ.

14:00 იაპონია - კოსტა რიკა



პირველ ტურში აზიელებმა ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია მოახდინეს და გერმანიას 2:1 მოუგეს, თანაც ისე, რომ თავიდან აგებდნენ. კოსტა რიკამ კი პირიქით, ესპანეთთან საშინელი თამაში აჩვენა და ერთ-ერთი უსუსტესი ნაკრების შთაბეჭდილება დატოვა.

კოსტა რიკასთან მოგებით იაპონია მერვედფინალისკენ უზარმაზარ ნაბიჯს გადადგამს და სწორედ ეს იქნება მათი მიზანი ამ შეხვედრისთვის, კოსტა რიკა კი შესაძლოა, ტურნირს მეორე მატჩის შედეგადვე გამოეთიშოს.

იაპონიის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი

კოსტა რიკას ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

იაპონია: გონდა, ტომიასუ, იტაკურა, იოშიდა, ნაგატომო, ენდო, ტანაკა, იტო, კამადა, კუბო, ასანო

კოსტა რიკა: ნავასი, ვასტონი, კალვო, დუარტე, ოვიედო, ტეხედა, ბორგესი, ბენეტე, ფულერი, კემპბელი, კონტრერასი.

17:00 ბელგია - მაროკო



რობერტო მარტინესის გუნდმა პირველ ტურში, ხალხის აზრით ერთ-ერთი ყველაზე დაუმსახურებელი გამარჯვება მოიპოვა - კანადამ პენალტიც გამაზა, მომენტებიც ანიავა და უკეთეს შთაბეჭდილებასაც ტოვებდა, თუმცა კლასის ხარჯზე ბელგიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა და 3 ქულა მოიპოვეს.

მაროკომ კი ხორვატიასთან ნულოვანი ფრე ითამაშა და ამ მატჩზე ბევრს ვერც ვერაფერს ვიტყვით - ასეთი უმომენტო თამაში ამ მუნდიალზე, სამწუხაროდ, უკვე მოგროვდა და ესეც ერთ-ერთი მათგანი იყო.

ბელგიას ფორმა ბოლო 5 მატჩში: 3 მოგება, 2 მარცხი

მაროკოს ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 3 ფრე

სავარაუდო შემადგენლობები:

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დენდონკერი, მუნიე, ონანა, ვიტსელი, კარასკო, დე ბრუინი, ედენ აზარი, ბატშუაი

მაროკო: ბონო, აგუერდი, საისი, მაზრაუი, ოუნაჰი, ამრაბატი, ამალაჰი, ზიეჩი, ენ ნესირი, ბუფალი.

20:00 ხორვატია - კანადა




როგორც ბელგიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, კანადელთა მწვრთნელმა თქვა, ახლა მათ არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ გავიდნენ მოედანზე და ხორვატია ი*მარონ. ამ განცხადებამ ხორვატებს მოტივაცია ნამდვილად შემატა, რაც მათ პრესასაც დაეტყო, რომელმაც მწვრთნელი ანბანის ყველა ასოს მიხედვით გალანძღა.

ამ ჯგუფში ყველაფერი ჯერჯერობით გახსნილია და პირველ ტურში გამარჯვება მხოლოდ ბელგიამ მოიპოვა. ამიტომ, ყველა მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის - ამასაც.

ხორვატიას ფორმა ბოლო 5 მატჩში: 3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი

კანადას ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

ხორვატია: ლივაკოვიჩი, ჯურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი, პაშალიჩი, კრამარიჩი, პერიშიჩი

კანადა: ბორჯანი, ლარეია, ჯონსტონი, ვიტორია, მილერი, დევისი, ბუჩანანი, ჰატჩინსონი, ეშტაკიუ, ლარინი, დევიდი.

23:00 ესპანეთი - გერმანია



და დღის და ალბათ, ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა, რომელსაც იაპონიასთან გერმანიის მარცხის გამო, კონტექსტიც საოცარი მიეცა - სხვა გზა არ არსებობს, გერმანიას შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსის შენარჩუნებისთვის, დღეს გამარჯვება ესაჭიროება.

გამომდინარე იქიდან, რომ იაპონიის მატჩი გაცილებით ადრეა და ფეხბურთელებს შედეგი უკვე ეცოდინებათ, თუ აზიური გუნდი მოიგებს, გერმანიას გადასარჩენად გამარჯვება დასჭირდება, რაც ამ შეხვედრას ორმაგ ინტერესს შესძენს.

პირველ წრეში გუნდებმა განსხვავებული შთაბეჭდილებები დატოვეს - ესპანეთმა სუსტი კოსტა რიკა გაანადგურა და საოცარი შთაბეჭდილება დატოვა, გერმანიამ კი იაპონიას ჯერ ტაიმი მოუგო, შემდეგ კი ორი უპასუხო გოლი გაუშვა და სენსაციურად დამარცხდა.

ესპანეთის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 4 მოგება, 1 მარცხი

გერმანიის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, როდრი, ლაპორტი, ალბა, პედრი, ბუსკეტსი, გავი, ფერანი, ასენსიო, ოლმო

გერმანია: ნოიერი, სულე, რუდიგერი, შლოტერბეკი, რაუმი, კიმიხი, გუნდოგანი, გნაბრი, მიულერი, მუსიალა, ჰავერცი.