ავტორიზაცია

"მუნდიალის ფავორიტები? კლასიკურ დაპირისპირებას ვიხილავთ", - რონალდო

"მუნდიალის ფავორიტები? კლასიკურ დაპირისპირებას ვიხილავთ", - რონალდო
თარიღი 16 ოქტ 2022, 00:54
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებზე ისაუბრა.

„მაქვს თუ არა მუნდიალის ფავორიტთა ჩამონათვალი? ბრაზილია სულ ფავორიტი იქნება, სადაც არ უნდა იყოს. იმ ნიჭით, რომელიც გუნდს გააჩნია, ჩვენ მთავარი გმირების როლი უნდა მოვირგოთ. მართალია, რომ ევროპელები ძალიან კარგ, დინამიურ, სანახაობრივ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ.

ვფიქრობ, შედგება კლასიკური დაპირისპირება ევროპელებსა და სამხრეთამერიკელებს შორის. ბრაზილია და არგენტინა კარგად წარადგენენ ჩვენს კონტინენტს, სამხრეთ ამერიკას, მაგრამ ევროპელები კარგად თამაშობენ და 2006 წლიდან ყველა ჩემპიონატს იგებენ.

შესანიშნავი სანახაობები გველის. საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ბრაზილია, არგენტინა. თუმცა, თანმიმდევრობით არ ვაპირებ მათ განლაგებას. ვიტყოდი, რომ ყველას კარგი შანსი აქვს მოგების.“ - აღნიშნა რონალდომ.