მუნდიალზე მოსახვედრად, პაპუ გომესმა ჯადოქარს ლო ჩელსოს გამოჯანმრთელების პროცესის შენელება სთხოვა
პაპუ გომესმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად შავ მაგიას მიმართა.
ამის შესახებ თავის ვიდეოში ESPN-ს ექს-ჟურნალისტმა, გონსალო კარდოსომ თქვა.
კარდოსოს ინფორმაციით, „სევილიას“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ჯადოქარს თხოვა, რომ მან ჯოვანი ლო ჩელსოს გამოჯანმრთელების პროცესი შეანელოს. გომესი ფიქრობდა, რომ ეს მას ნაკრებში მოხვედრას საგრძნობლად გაუმარტივებდა.
საბოლოოდ, გომესი არგენტინის ნაკრების განაცხადში მოხვდა და მუნდიალზე ორი მატჩი ჩაატარა, ლო ჩელსომ კი ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა.
კარდოსოს ცნობით, არგენტინის ნაკრებში შეიტყვეს იმის შესახებ, რომ ფეხბურთელმა შავ მაგიას მიმართა და სწორედ ამიტომ ვერ მოხვდა პანამასთან და კიურასაოსთან ამხანაგურ მატჩებში განაცხადში.
თავად ფეხბურთელი, სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ნაკრებიდან მისი მოკვეთა მხოლოდ ტრავმას უკავშირდება.