ავტორიზაცია

მუსა დემბელე საუდის არაბეთის კლუბში გადასვლასთან ახლოსაა

მუსა დემბელე საუდის არაბეთის კლუბში გადასვლასთან ახლოსაა
თარიღი 23 ივლ 2023, 14:25
"ლიონის" თავდამსხმელი მუსა დემბელე ახლოსაა საუდის არაბეთის კლუბ "ალ-იტიფაკში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლასთან. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

გასულ სეზონში 27 წლის ფორვარდმა "ლიონის" მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. 

"ლიონის" გარდა, დემბელე მანამდე "ფულჰემში", "სელტიკში" და მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობდა.