ავტორიზაცია

მუსა დიაბის ტრანსფერი ასტონ ვილას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა

მუსა დიაბის ტრანსფერი ასტონ ვილას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა
თარიღი 23 ივლ 2023, 18:25
ლევერკუზენის "ბაიერის" შემტევი ნახევარმცველი მუსა დიაბი ოფიციალურად შეუერთდა "ასტონ ვილას". 

ავტორიტეტული პორტალი Transfermarkt-ის ცნობით, ფეხბურთელის შეძენა "ასტონ ვილას" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელისთვის 50 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს 12 მილიონით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე, "ასტონ ვილამ" "ნორვიჩს" ემილიანო ბუენდიაში გადაუხადა. მესამე ადგილზეა ოლი უოტკინსის ტრანსფერი ორი წლის წინ - ბირმინგემებმა ინგლისელ თავდამსხმელში 34 მილიონი ევრო გადაიხადეს.