ავტორიზაცია

მუსიალა ბაიერნში დიდი ხნით დარჩება

მუსიალა ბაიერნში დიდი ხნით დარჩება
თარიღი 14 Feb 2025, 21:05

მიუნხენის "ბაიერნმა" თავისი  ვარსკვლავი გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნა, რადგან ჯამალ მუსიალამ ოფიციალურად გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომელიც მას კლუბში 2030 წლის ივნისამდე დატოვებს. ამ კონტრაქტმა შეწყვიტა საუბრები იმის შესახებ, რომ 21 წლის გერმანელი კლუბის გამოცვლას აპირებდა.

შტუტგარტში დაბადებული ფეხბურთელი ინგლისში გაიზარდა და "ჩელსის" აკადემიაში ასპარეზობდა, ხოლო გერმანიაში 2019 წელს დაბრუნდა. ეს გადაწყვეტილება წარმატებული აღმოჩნდა.

პროფესიონალური დებიუტი ბაიერნში 2020 წლის მაისში შედგა, მუსიალა გახდა კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგიაზე გაიტანა - სულ რაღაც 17 წლისა და 363 დღის. მას შემდეგ ის "რეკორდაისტერის" მთავარ პლეიმეიკერად იქცა. 193 შეხვედრაში, მუსიალამ, 58 გოლი გაიტანა და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა.