ავტორიზაცია

MY TOP 4 — პიერ-ემერიკ ობამეიანგმა თითოეულ პოზიციაზე ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა

MY TOP 4 — პიერ-ემერიკ ობამეიანგმა თითოეულ პოზიციაზე ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 18 Feb 2025, 15:54
გაბონელი ფეხბურთელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი თითოეულ პოზიციაზე თავის ფავორიტ მოთამაშეს ასახელებს:

მეკარე - კლაუდიო ტაფარელი

"ტაფარელი ბრაზილიის ნაკრების მეკარე იყო. ჩემთვის ის ლეგენდაა, რადგან შესანიშნავად თამაშობდა. როგორც "სელესაოს" ქომაგი, ამ პოზიციაზე კლაუდიოს ვირჩევ."
 
მცველი - კარლეს პუიოლი

"მცველად, თავისი ქარიზმისა და მენტალიტეტის გამო, პუიოლს დავაყენებ. ვფიქრობ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. კარლესს ნამდვილად სამაგალითო ხასიათი ჰქონდა. იგი სიძლიერითაც გამოირჩეოდა."

ნახევარმცველი - ზინედინ ზიდანი

"შუახაზში ზიდანს ვირჩევ, რადგან ის დიდებული მოთამაშე იყო და მახსოვს, რომ საფრანგეთს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. ზინედინი ლეგენდაა."

თავდამსხმელი - რონალდო ნაზარიო

"შეტევაში რონალდოს დავაყენებ. მან ჩემთვის, საკუთარი უნარების წყალობით, ფეხბურთი შეცვალა. ნაზარიო ჩემი კუმირი და ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელია, ვინც კი ოდესმე მინახავს."