ავტორიზაცია

ნაჩო ფერნანდესი ალ იტიჰადში გადასვლასთან ახლოსაა

ნაჩო ფერნანდესი ალ იტიჰადში გადასვლასთან ახლოსაა
თარიღი 14 ივნ 2024, 18:03
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ალ იტიჰადი რეალ მადრიდიდან ნაჩო ფერნანდესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აპრილში, მადრიდული გუნდის დატოვებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ესპანელ მცველს სხვა ევროპული კლუბებისგან შეთავაზებები არცკი განუხილავს, რადგან, "ლოს ბლანკოსის" გარდა, ამ კონტინექტზე სხვაგან თამაშს არ აპირებს.

ამჟამად, ალ იტიჰადსა და ნაჩოს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. ის მზადაა, საუდი პრო ლიგაში გადაბარგდეს.

L'Équipe-ის ინფორმაციით, რეალ მადრიდი ნაჩოსგან საბოლოო დასტურს ელოდება. მათთვის სატრანსფერო პრიორიტეტი ლენი იოროა - 18 წლის უკანახაზელი ამჟამად ლილში თამაშობს და ტოპ კლუბების ინტერესს იპყრობს.