ავტორიზაცია

ნაჩო რჩება - მადრიდის რეალს ახალი კაპიტანი ეყოლება

ნაჩო რჩება - მადრიდის რეალს ახალი კაპიტანი ეყოლება
თარიღი 05 ივნ 2023, 23:02
მადრიდის „რეალის" ესპანელი მცველი, ნაჩო ფერნანდესი, გუნდში რჩება.

32 წლის უნივერსალ მცველს მშობლიურ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ფეხბურთელი გუნდიდან წასვლის შესაძლებლობას აქტიურად განიხილავდა.

ნაჩოზე პრეტენზიას „ინტერი" სთავაზობდა, რომელიც სეზონის ბოლოს მილან შკრინიარმა დატოვა - „ნერაძური" ესპანელს ძირითადში ადგილს და სოლიდურ ხელფასს სთავაზობდნენ.

თუცმა, ფერნანდესმა „რეალში" დარჩენა გადაწყვიტა. უახლოეს პერიოდში, ფეხბურთელი სამეფო კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გუნდში დარჩენით ნაჩო „რეალის" პირველი კაპიტანიც გახდება - კარიმ ბენზემას წასვლის შემდეგ, სამკლაურს სწორედ ის გადაიბარებს, ვიცე-კაპიტნის როლს კი ლუკა მოდრიჩი მოირგებს.