ავტორიზაცია

ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს უხელმძღვანელებს

ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს უხელმძღვანელებს
თარიღი 19 სექ 2023, 14:49
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იულიან ნაგელსმანი დაიკავებს. 

როგორც ჟურნალისტი კრისტიან ფალკი სოციალურ ქსელში იუწყება, გერმანიის ეროვნულ გუნდს სწორედ 36 წლის სპეციალისტი უხელმძღვანელებს.

ინფორმაციას ინსაიდერი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს - ის იტყობინება, რომ ნაგელსმანი გერმანიის ფეხბურთის ასოციაციასთან ანაზღაურრბის დეტალებს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ზაფხულში გერმანიის ნაკრები ევროპის საშინაო ჩემპიონატზე იასპარეზებს.