ავტორიზაცია

ნაინგოლანი: "კალიარის ხელმძღვანელობამ დამაღალატა, მიმატოვა"

ნაინგოლანი: "კალიარის ხელმძღვანელობამ დამაღალატა, მიმატოვა"
თარიღი 18 Aug 2021, 22:25

„ანტვერპენის“ ახალწვეულმა რაჯა ნაინგოლანმა, „კალიარის“ ხელმძღვანელობის ღალატზე ისაუბრა.

ბელგიელმა ნახევარმცველმა „ინტერთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

„ჩემთვის პრიორიტეტული ვარიანტი „კალიარი“ იყო, უდიდეს ფულზე ვთქვი უარი რომ კარიერა სწორედ იქ გამეგრძელებინა და მაინც... „კალიარის“ ხელმძღვანელობა, მას შემდეგ რაც ჩემი დაბრუნების სურვილი შეიტყო, უბრალოდ გაქრა.

მათ მიმატოვეს, დამაღალატეს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ამ კლუბის გამო ბევრ რამეზე ვთქვი უარი, მაგრამ ჩემს მიმართ გულწრფელი დამოკიდებულება დავინახე. 

მათ უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ მე ნებისმიერ შემთხვევაში დავბრუნდებოდი. „კალიარის“ თანამშრომლებთან მუდმივ კონტაქტზე ვიყავი, ჩემი სურვილი აშკარა იყო და ამ კლუბისადმი სიყვარული არაერთხელ დავამტკიცე. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხალხს მალე ავიწყდება.“ - ციტირებს ნაინგოლანის სიტყვებს L’Unione Sarda.

რაჯამ „ინტერი“ 10 აგვისტოს დატოვა. „კალიარიში“ მან გასული სეზონი იჯარით გაატარა და სწორედ იქ სურდა დარჩენა, თუმცა 16 აგვისტოს კონტრაქტი ბელგიურ „ანტვერპენთან“ გააფორმა.