ავტორიზაცია

"ნახევარპენალტმა ნაპოლის ხელი შეუწყო "- კრემონეზეს მთავარი მწვრთნელი

"ნახევარპენალტმა ნაპოლის ხელი შეუწყო "- კრემონეზეს მთავარი მწვრთნელი
თარიღი 10 Oct 2022, 00:33
"კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ "ნაპოლისთან“ მარცხის (1:4) შემდეგ განაცხადა, რომ პენალტი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, დასანიშნი არ იყო.

მისი თქმით, როგორც წესი მსგავს კონტაქტზე პენალტი არ ინიშნება და ეს ყველაფერი, მსაჯებმაც დაუდასტურეს.

"მე ვნახე კარგი კრემონეზე ძლიერი ნაპოლის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და ვაღიარებთ. ნაპოლი დიდი გუნდია, მინდა სპალეტისთან ერთად რამე დიდი ტიტული მოიგოს, რადგან ის ამას იმსახურებს.

ნახევარპენალტმა ნაპოლის ხელი შეუწყო. ასეთი პენალტი, არ უნდა დანიშნულიყო. მსაჯებთან შეხვედრა გვქონდა და გვითხრეს, რომ მსგავს კონტაქტზე პენალტი არასდროს ინიშნება.“, - თქვა ალვინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სერია A-ში 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.