ავტორიზაცია

ნაკრებში ასისტებით დი მარია მარადონას გაუთანაბრდა - წინ მხოლოდ ლეო მესია

ნაკრებში ასისტებით დი მარია მარადონას გაუთანაბრდა - წინ მხოლოდ ლეო მესია
თარიღი 13 Sep 2023, 22:24
ანხელ დი მარიამ არგენტინის ნაკრების მაისურით 26-ე საგოლე გადაცემა მიითვალა.

35 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, ბოლივიასთან მატჩში ორი საგოლე გადაცემა გაიფორმა.

ამ ორი ასისტის შემდეგ, დი მარიას ნაკრებში 26 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რა შედეგითაც ის დიეგო მარადონას გაუთანაბრდა და მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება, რომელსაც 54 ასისტი აქვს.