ნანტმა ფიორენტინას გოლკიპერის კონტრაქტი შეისყიდა

"ნანტმა" "ფიორენტინას" კიპერ ალბან ლაფონის კონტრაქტი შეისყიდა.
22 წლის ფრანგი, რომელიც ლიგა 1-ის კლუბში 2019 წლის ზაფხულიდან იჯარით ასპარეზობდა, 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე გათვლილი სრულფასოვანი ხელშეკრულება გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო ღირებულება არ ხმაურდება.
2020/21 წლების სეზონში ლაფონმა "ნანტის" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაუშვა.