ნაპოლი 0-3 ატალანტა | რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ?
სერია A-ს მე-11 ტურში ნაპოლიმ ატალანტას უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა.
პირველ ტაიმში ანტონიო კონტეს გუნდს ადემოლა ლუკმენმა დუბლი შეუსრულა, მატჩის მიწურულს კი მატეო რეტეგიმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა. კვარამ კარში ერთდელ დაარტყა და 1 წარმატებული დრიბლინგი (5 მცდელობიდან) განახორციელა. ქართველმა Sofascore-ისგან 6.7-ქულიანი შეფასება მიიღო.
ნაპოლი მომდევნო ტურში, 10 ნოემბერს, ინტერს დაუპირისპირდება.
მარცხის მიუხედავად, ნეაპოლიტანელები ლიდერობას ინარჩუნებენ - ანტონიო კონტეს გუნდი 25 ქულით ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს. მეორე პოზიციაზე სწორედ ატალანტაა, რომელსაც დღევანდელი მოგების შემდეგ 22 ქულა აქვს.