ნაპოლი არსენალის ფეხბურთელით ინტერესდება

სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო შირას ინფორმაციით, ნაპოლი არსენალის მცველით, იაკუბ კივიორით ინტერესდება.
პოლონელი "მეთოფეებში" 2023 წლის იანვარში, სპეციადან გადავიდა, მაგრამ სათამაშო დრო არ ეძლევა და წასვლაზე ფიქრობს. მის მიმართ ინტერესს სერა A-ს სხვა კლუბებიც გამოხატავენ.
წყაროს ცნობით, ნაპოლი მზადაა, კივიორს ივნისამდე დაელოდოს და 24 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინოს.