ავტორიზაცია

ნაპოლი ატალანტასთან დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

ნაპოლი ატალანტასთან დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
თარიღი 22 Feb 2026, 20:06
იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი, ნაპოლი ატალანტას ესტუმრა და 2-1 დამარცხდა.

შეხვედრის ანგარიში მე-18 წუთზე ბეუკემამ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. 61-ე წუთზე პაშალიჩმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 81-ე წუთზე სამარძიჩმა აიღო ნაპოლსი კარი და ატალანტამ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

ატალანტა 2-1 ნაპოლი

გოლები: 0-1 ბეუკემა (18'), 1-1 პაშალიჩი (61'), 2-1 სამარძიჩი (81')

დღევანდელი მატჩის შემდეგ, ნაპოლის 50 ქულა დარჩა და კვლავ მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო ატალანტა 45 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი ვერონას ესტუმრება, ბერგამოელები კი სასუოლოს დაუპირისპირდება.