ნაპოლი და კრემონეზე ერთმანეთს კოპა იტალიაზე დაუპირისპირდებიან

კოპა იტალიის 1/8 ფინალურ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს დაუპირისპირდება.
ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება სერია A-ს მე-9 ტურში უკვე შედგა. სადაც ნეაპოლურმა გუნდმა 4:1 გაიმარჯვა და კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილმა მიმდინარე სერია A-ში 8 მატჩში ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, 21 წლის შემტევმა 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
