ავტორიზაცია

ნაპოლი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ნაპოლი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტს გაახანგრძლივებს
თარიღი 14 Jul 2024, 09:42
"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე მუშაობს. 

კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტებთან შეხვედრას ივლისის ბოლოს გამართავენ. 

ინსაიდერის ნიკოლო სკირას თქმით, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მათ შეუძლიათ 23 წლის გარემარბის დარწმუნება ახალ კონტრაქტზე. 

ნეაპოლური მხარე კვარაცხელიას კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც 2029 წლამდე იქნება გათვლილი, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველი ფეხბურთელის გარემოცვასთან ერთად განიხილავს გარიგებაში კომპენსაციის პუნქტის ჩაწერას. 
temo
ტოპ კომენტარი
0
14 Jul 2024, 16:11
თუ ხვიჩას უნდა ნაპოლის და მის საზიზღარ პრეზიდენტს როგორმე დაემშვიდობოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაახანგრძლივოს კონტრაქტი. რასაც პირდებიან ხელფასის მომატებას იმაზე ბევრად მეტს ბევრი გუნდი შესთავაზებს.