ნაპოლი გაძლიერებას არ წყვეტს

ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას არ წყვეტს, "პარტენოპეი", კევინ დე ბრუინის დამატების შემდეგ, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს განიხილავს და იტალიური გუნდი, თუ ყველა მოლაპარაკებას წარმატებით დაასრულებს, ანტონიო კონტეს ნაპოლი 2025/26 წლების სეზონში შესაძლოა ასეთი შემადგენლობით ვიხილოთ:
- მეკარე: მერეტი;
- დაცვა: სპინაცოლა, ბონჯორნო, რაჰმანი, დი ლორენცო;
- ნახევარდაცვა: დე ბრუინი, გილმორი, მაკტომინეი;
- თავდასხმა: სანჩო, ნუნიესი, გარნაჩო.