ავტორიზაცია

ნაპოლი კონტეს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს

ნაპოლი კონტეს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს
თარიღი 11 აპრ 2024, 13:26
"ნაპოლი" მუშაობას აგრძელებს ანტონიო კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით. 

ნეაპოლური გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში არ დარჩება, ზაფხულში კი "ნაპოლის" ახალი სპეციალისტის ძებნა მოუწევთ. 

Il Mattino-ს ცნობით,  "ნაპოლი" 54 წლის ანტონიო კონტეს მალე სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს.