ავტორიზაცია

ნაპოლი კვარაცხელიას თაობაზე წინადადებების განხილვას არ აპირებს

ნაპოლი კვარაცხელიას თაობაზე წინადადებების განხილვას არ აპირებს
თარიღი 05 Dec 2023, 19:40
"ნაპოლის" ქართველო  გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას სხვა ევროპულ გუნდებთან აქტიურად აკავშირებენ. 

როგორც ჟურნალისტი რუდი გალეტი სოციალურ ქსელში იუწყება, ამ დროისთვის სერია A-ს კლუბი 22 წლის ქართველის თაობაზე შეთავაზებების განხილვას არც აპირებს.

მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიას 2024 წელს გაყიდვა არ სურს.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/2024 წლების სეზონის 18 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.