ავტორიზაცია

ნაპოლი ლუკაკუს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროთი ნაკლებს იხდის, ვიდრე ჩელსი ითხოვს

ნაპოლი ლუკაკუს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროთი ნაკლებს იხდის, ვიდრე ჩელსი ითხოვს
თარიღი 25 ივლ 2024, 11:35
"ნაპოლი" და "ჩელსი" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ. 

31 წლის ფეხბურთელი ლონდონურ გუნდში არ დარჩება, თუმცა კლუბი სადაც ბელგიელი გადავა ჯერ უცნობია. 

ბელგიელის მთავარ პრეტენდენტად "ნაპოლი" ითვლება, რომლის მწვრთნელი ანტონიო კონტე კარგად იცნობს ფეხბურთელს და პრიორიტეტულ სატრანსფერო მიზნად ისახავს. 

კლუბებს შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიდის: ინსაიდერ ჯანლუკა დი მარციოს განახლებული ინფორმაციით, "ჩელსი" ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, "ნაპოლი" კი კვლავ მნიშვნელოვნად ნაკლებს სთავაზობს - 25 მილიონ ევრო.