ნაპოლი მაკტომინეისა და გილმორს მალე დაიმატებს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლი სკოტ მაკტომინეის ტრანსფერს მალე დახურავს.
"პარტენოპეი" შოტლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედს €30 მილიონს გადაუხდის. ინგლისურმა კლუბმა ეს შეთავაზება უკვე მიიღო, ახლა კი მოლაპარაკებები თავად მაკტოკინეისთან მიმდინარეობს და უკვე ბოლო ეტაპზეა.
რომანოს ცნობით, იტალიური კლუბი მეორე შოტლანდიელ მოთამაშესაც იმატებს - ნაპოლიმ ბილი გილმორის თაობაზე ბრაიტონთან ვერბალურ შეთანხმებას მიაღწია. ნეაპოლიტანელები მის სანაცვლოდ €17/18 მილიონს (პლუს ბონუსები) გადაიხდიან.
აურელიო დე ლაურენტისის კლუბი გილმორის ნეაპოლში ჩაყვანასა და სამედიცინო შემოწმებას მომავალი კვირის დასაწყისისთვის გეგმავს.