ნაპოლი მორიგ ტრანსფერს ხურავს — ანტონიო კონტეს გუნდი ფორვარდს იმატებს

ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს და მორიგ, მე-5 ტრანსფერს ხურავს — ინფორმაცია იტალიურ მედიაში გავრცელდა.
ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობამ უდინეზესთან შეთანხმებას მიაღწია და ლორენცო ლუკა სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის, რის შემდეგაც ოფიციალურად გახდება პარტენოპეის წევრი.
შეგახსენებთ, რომ ლორენცო ლუკა უდინეზეში 2024 წლიდან თამაშობს და 75 მატჩში 23 გოლთან ერთად 6 ასისტი გაიფორმა. აღნიშნული ტრანსფერის გარდა, ნეაპოლელებმა ლუკა მარიანუჩი, სემ ბეუკემა, კევინ დე ბრუინი და ნოა ლანგი დაიმატეს.