ავტორიზაცია

ნაპოლი შინაურ კედლებში 10-კაციან სპეციასთან დამარცხდა [VIDEO]

ნაპოლი შინაურ კედლებში 10-კაციან სპეციასთან დამარცხდა [VIDEO]
თარიღი 06 იან 2021, 23:13
იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის ეგიდით, "ნაპოლიმ" "სპეციას" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 1:2.

ანგარიში 58-ე წუთზე ნეაპოლელთა ფორვარდმა, ანდრეა პეტანიამ გახსნა, 68-ე წუთზე კი მ'ბალა ნზოლას ზუსტი პენალტით წონასწორობა აღდგა.

77-ე წუთზე "სპეციას" არდიან ისმაილი გაუძევეს, თუმცა ზუსტად ხუთ წუთში ტომაზო პობეგამ "ნაპოლის" კარი აიღო და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ამ მარცხის შემდეგ, "ნაპოლი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-5 ადგილზეა, "სპეცია" კი 14 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.

ვიდეომიმოხილვა