ავტორიზაცია

ნაპოლი ვერონასთან სტუმრად უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

ნაპოლი ვერონასთან სტუმრად უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]
თარიღი 24 იან 2021, 20:07
იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "ვერონამ" შინაურ კედლებში "ნაპოლის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება ვერონელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:1.

ანგარიში პირველივე წუთზე "ნაპოლის" ფორვარდმა, ირვინგ ლოსანომ გახსნა, 34-ე წუთზე კი ფედერიკო დიმარკომ წონასწორობა აღადგინა.

62-ე წუთზე, "ვერონა" ანტონინ ბარაკამ დააწინაურა, 79-ე წუთზე კი მატია ძაკანიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ, სერია ა-ს სატურნირო ცხრილში "ნაპოლი" 34 ქულით მე-6 პოზიციაზეა, ვერონელები კი 30 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ.

ვიდეომიმოხილვა