ავტორიზაცია

ნაპოლიმ ინტერი დაამარცხა და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში გალიდერდა

ნაპოლიმ ინტერი დაამარცხა და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში გალიდერდა
თარიღი 25 Oct 2025, 22:13
იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში, მოქმედმა ჩემპიონმა, ნაპოლიმ ინტერს უმასპინძლა და მეტოქე 3-1 დაამარცხა.

მატჩის ანგარიში 33-ე წუთზე დე ბრუინმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 54-ე წუთზე მაკტომინეიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. 59-ე წუთზე, ჩალჰანოღლუმ ერთი ბურთი გაქვითა, რასაც 7 წუთში ანგისას გოლი მოჰყვა და ნეაპოლელებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

ნაპოლი 3-1 ინტერი

გოლები: 1-0 დე ბრუინი (33'), 2-0 მაკტომინეი (54'), 2-1 ჩალჰანოღლუ (59'), 3-1 ანგისა (66')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ნაპოლის 18 ქულა დაუგროვდა და ლიდერობა დაიბრუნა, ხოლო ინტერი 15 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში კონტეს გუნდი ლეჩეს ესტუმრება, ნერაძური კი ფიორენტინას უმასპინძლებს.