ავტორიზაცია

ნაპოლიმ იუვენტუსთან სუპერთასის შეხვედრის გადადება ითხოვა

ნაპოლიმ იუვენტუსთან სუპერთასის შეხვედრის გადადება ითხოვა
თარიღი 12 Jan 2021, 12:23
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, „იუვენტუსთან“ სუპერთასზე გასამართი მატჩის გადადება ითხოვა.

ინფორმაციას იტალიური გამოცემა Football Italia იტყობინება.

წყარო წერს, რომ ნეაპოლიტანური გუნდის ხელმძღვანელობამ გადატვირთული გრაფიკის და მაყურებელთა არყოფნის გამო დაიჩივლა. „ნაპოლის“ პრეზიდენტის შემოთავაზებით, სუპერთასის ჩატარება სეზონის ბოლოსკენ აჯობებს.

თუმცა, როგორც ირკვევა, პრეზიდენტის ეს მოთხოვნა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უარყო და შესაბამისად, სუპერთასის მატჩი გეგმიურად, 20 იანვარს, სტადიონ „მაპეიზე“ („სასუოლოს“ საშინაო არენა) გაიმართება.