ნაპოლიმ კრემონეზე ჰოილუნის დუბლით დაამარცხა და წელი გამარჯვებით დაასრულა

იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურში, მოქმედი ჩემპიონი, ნაპოლი კრემონეზეს ესტუმრა და მეტოქე ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა — თავი რასმუს ჰოილუნდმა გამოიჩინა, რომელმაც 45-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 0-2 დააფიქსირა.
კრემონეზე 0-2 ნაპოლი
გოლები: 0-1, 0-2 რასმუს ჰოილუნი (13', 45')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ნაპოლის 34 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, მილანს 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი ლაციოს ესტუმრება.