ავტორიზაცია

ნაპოლიმ ლოზანო პსვ-ში გაყიდა - ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღის ბოლომდე გაივლის

ნაპოლიმ ლოზანო პსვ-ში გაყიდა - ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღის ბოლომდე გაივლის
თარიღი 01 სექ 2023, 11:47
მექსიკელი გარემარბი ირვინგ ლოზანომ "ნაპოლი" დატოვა და კარიერას "პსვ ეინდჰოვენში"  გააგრძელებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინსაიდერმა ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა.

წყაროს ცნობით, შემტევი ნახევარმცველი დღეს ბოლომდე ეინდჰოვენში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ლოზანოს ტრანსფერში "პსვ" 12,2 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ირვინგი ნიდერლანდულ კლუბში 2017 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა.

გასულ სეზონში მექსიკელმა იტალიის ჩემპიონატის 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.