ავტორიზაცია

ნაპოლიმ მანჩესტერთან და ბარსელონასთან თამაშზე უარი თქვა

ნაპოლიმ მანჩესტერთან და ბარსელონასთან თამაშზე უარი თქვა
თარიღი 08 ივნ 2023, 15:47
ყოველი წლის აგვისტოს დასაწყისში, გამპერის თასი ტარდება, სადაც ევროპის ტოპ კლუბები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩებში ხვდებიან.

წელს მოწვევა "ნაპოლიმაც" მიიღო, სადაც მათი მეტოქეები "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა ყოფილიყვნენ.

თუმცა "ნაპოლის" პრეზიდენტმა თამაშზე უარი თქვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ გუნდი ახალი შეკრებილი იქნება, ახალი მწვრთნელით და უმჯობესიი იქნება, თუ "ნაპოლი" შეკრებას ადგილზე დაიწყებს და ამხანაგურ მატჩებს სხვა გუნდებთან გამართავს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნეაპოლური კლუბი შეკრებას 28 ივლისიდან დაიწყებს.