ავტორიზაცია

ნაპოლიმ მაროკოელი ფორვარდი გაიფორმა და ფროზინონეში გაანათხოვრა

ნაპოლიმ მაროკოელი ფორვარდი გაიფორმა და ფროზინონეში გაანათხოვრა
თარიღი 21 აგვ 2023, 11:48
"ბარის" თავდამსხმელმა ვალიდ შედირამ გუნდი შეცვალა. 25 წლის ფეხბურთელი იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა "ნაპოლიმ" გააფორმა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

ამასთან, ახალწვეული ამ სეზონში ნეაპოლელთა შემადგენლობაში არ ითამაშებს. კლუბი მას იჯარით "ფროსინონეში" გაუშვებს.

გასულ სეზონში მაროკოელმა "ბარის" შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა სერია C-ში. ვალიდმა 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.