ნაპოლიმ ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი დაკარგა

ნაპოლიმ ტრავმის გამო ნახევარდაცვის და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ანდრე-ფრანკ ზამგო ანგისა დაკარგა. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, კამერუნელმა ნახევარმცველმა მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს რამდენიმე თვე ვერ დაეხმარება.
ზამბო ანგისამ უმძიმე ტრავმა კამერუნის ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მიიღო, რის გამოც სამშობლო უკვე დატოვა და ნეაპოლში დაბრუნდა. პირველადი ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი მინიმუმ 2-დან 3 თვემდე გამოტოვებს, რაც ანტონიო კონტესთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.
გამოცდილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 22 ნოემბერს, სერია ა-ს მე-12 ტურში საკუთარ კედლებში ატალანტას მიიღებს.
გამოცდილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 22 ნოემბერს, სერია ა-ს მე-12 ტურში საკუთარ კედლებში ატალანტას მიიღებს.

