ნაპოლის დაგეგმილი სამი ქულა — კონტეს გუნდმა ლეჩე დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს მე-9 ტურში, მოქმედი ჩემპიონი, ნაპოლი ლეჩეს ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე გავიდა — თავი ზამბო ანგისამ გამოიჩინა და ნაპოლის მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ 55-ე წუთზე ლეჩე ახლოს იყო ანგარიშის გახსნასთან, თუმცა, ფრანჩესკო კამარდამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.
ლეჩე 0-1 ნაპოლი
გოლი: 0-1 ზამბო ანგისა (69')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ნაპოლის 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი საკუთარ კედლებში კომოს უმასპინძლებს.