ნაპოლის დე ბრუინის შემცვლელის დამატება სურს — სიაში 4 ფეხბურთელია

ნაპოლიში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფიქრი უკვე დაიწყეს. იმის ფონზე, რომ გუნდმა ნახევარდაცვის ლიდერი კევინ დე ბრუინი 4-5 თვით დაკარგა, ანტონიო კონტემ იანვარში ახალი ნახევარმცველის დამატება მოითხოვა. საუბარია მინიმუმ ერთ ახალ შუახაზელზე, რადგან მძიმე დაზიანება მიიღო ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამაც, შესაბამისად, დიდი შანსია იტალიურმა კლუბმა ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატოს.
პარტენოპეიში რამდენიმე ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე მოითხოვეს და როგორც ირკვევა სიაში 4 მოთამაშეა: კობი მეინუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ლორენცო პელეგრინი (რომა), არტურ ატა (უდინეზე) და მორტენ ფრენდრუპი (ჯენოა). ამ ფეხბურთელების მიმართ ინტერესი რეალური და დადასტურებულია.

ნაპოლია სერია A-ში 11 ტურის შემდეგ, 22 ქულით, მე-4 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ანტონიო კონტეს გუნდს 4 ტურის შემდეგ, 4 ქულა აქვს და 24-ე პოზიციას იკავებს.