ავტორიზაცია

ნაპოლის კიმ მინ ჯეს იჯარით დამატება სურს

ნაპოლის კიმ მინ ჯეს იჯარით დამატება სურს
თარიღი 16 აპრ 2024, 14:45
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, კიმ მინ ჯე შესაძლოა იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს. 

როგორც Il Mattino-ს იტყობინება, "ნაპოლის" სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის დაბრუნება სურს. 

ნეაპოლიტანური კლუბი ფეხბურთელის იჯარით აპირებს, რომელიც გასულ ზაფხულს "რეკორდმაისტერს" 50 მილიონ ევროდ მიჰყიდა. 

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 წლის მცველმა 21 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი ყვითელი ბარათი მიიღო. 

კიმ მინ ჯესა და მიუნხენურ ტოპ კლუბს შორის არსებული სამუშაო ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.