ნაპოლის მერეტი გამოაკლდა
ნაპოლის ძირითადი მეკარე, ალექს მერეტი იუვენტუსთან შეხვედრაში დაშავდა. გუშინ იტალიელ კიპერს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ „პარტენოპეის“ ძირითადი კიპერი დიდი ალბათობით, 1 თვეს გამოტოვებს. იტალიელ მეკარეს საზარდულის ტრავმა აქვს.
მომდევნო შეხვედრებში ნაპოლის კარში ელიან კაპრილე იდგება. 23 წლის იტალიელი მეკარე, გასულ სეზონში ემპოლის ღირსებას იცავდა, სადაც 23 შეხვედრის ჩატარება მოახერხა და კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა.
შემდეგი შეხვედრა ანტონიო კონტეს გუნდს, საკუთარ მოედანზე მონცასთან ელოდება.